მეორე ლექტორი

მასწავლებლობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა, რომელიც გაჩნდა ჯერ კიდევ პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში და გულისხმობდა აღმზრდელის მრავალმხრივ მოღვაწეობას.მასწავლებელი იმთავითვე გახდა საზოგადოების თვალი, ცოდნის პიროვნული პატიოსნებისა და კულტურის, შეგნებისა და სინათლის, ნათელის (განათლების) თაობათა შორის გადამცემი; ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდაზე ზრუნვით მასწავლებელს თავიდანვე დაეკისრა საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა. მასწავლებელს დღემდე ურთულესი მისია აქვს აღებული - ახალგაზრდობის ჩამოყალიბება კეთილსინდისიერ, მორალურად სუფთა, კაცთმოყვარე, განათლებულ და კულტურულ პიროვნებებად, ღირსეულ ადამიანებად, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებაში არსენული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას. ამ მიზნით, მასწავლებელი ასრულებს საგანმანათლებლო (სასწავლო), განმავითარებელ, აღმზრდელობით და საზოგადოებრივ-პედაგოგიკურ ფუნქციებს.

Copyright ©2021 GC. All Rights Reserved